ახალი ამბები

პიტერ შოუს საქმესთან დაკავშირებით საქართველოში ევროპარლამენტის წევრი ჩამოვა

(თბილისი, 6 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – 6 ნოემბერს “ბი-ბი-სი”-მ გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმადაც, საქართველოში ევროპარლამენტის წევრი გლენის კინოკი ჩამოვა. Eეს ვიზიტი იმ კამპანიის ერთ-ერთი ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში 18 ივნისს გატაცებული ინგლისელი ბიზნესმენის პიტერ შოუს გათავისუფლების საკითხის განხილვას.

კინოკი საქართველოში ევროკომისიის სპეციალურ წარმომადგენლებთან ერთად ჩამოვა.

ქართული მხარე ირწმუნება, რომ პიტერ შოუ ჯერ კიდევ ცოცხალია. ქართველი სამართალდამცავების აზრით, შოუ პანკისის ხეობაში იმყოფება.

შაქართველოს “აგრობიზნესბანკის” დირექტორი პიტერ შოუ თბილისის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩიდან შვიდმა შეიარაღებულმა პირმა გაიტაცა.

ევროკავშირმა საქართველო არა ერთგზის გააფრთხილა, რომ ქვეყანაში კრიმინალური სიტუაცია თუ არ გამოსწორდა, ამან შეიძლება ფინანსური დახმარებების შეფერხება გამოიწვიოს.

ქართული მხარე ირწმუნება, რომ პიტერ შოუს საქმის გამოძიება მალე დასრულდება.
“ქალბატონი კინოკი დარწმუნებულია, რომ ეხლანდელი ვიზიტი დროული იქნება,” – ნათქვამია “ბი-ბი-სი”-ს ცნობაში.

“ამ ნაბიჯს ევროკომისია და პიტერ შოუს მთელი ოჯახი უჭერს მხარს,” – ამბობს გლენის კინოკი. 

მსგავსი/Related

Back to top button