ახალი ამბები

შინაგან საქმეთა მინისტრი პანკისის პრობლემას ერთ თვეში მოაგვარებს

(თბილისი, 6 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – შინაგან საქმეთა მინისტრმა კობა ნარჩემავილმა 6 ნოემბერს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პანკისის ხეობის პრობლემას ერთ თვეში მოაგვარებს.

2002 წლის აგვისტოდან საქართველოს შინაგანი ჯარები პანკისის ხეობაში ანტიკრიმინალურ ოპერაციას ატარებენ.

ნარჩემაშვილის განცხადებით, ნოემბრის თვის ბოლოსთვის ხეობიდან შინაგანი ჯარების დამატებით ნაწილებს გამოიყვანენ. 

ოქტომბრში საქართველოს უშიშროების მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ განაცხადა, რომ პანკისის ხეობაში 60-მდე მებრძოლი მაინც იქნება დარჩენილი.

მსგავსი/Related

Back to top button