ახალი ამბები

შევარდნაძის განცხადებით, სახელმწიფო სწორ გზას ადგას

(თბილისი, 6 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – “ჩვენ (მთავრობა) სწორ გზას ვადგავართ. მთავრობის დღევანდელი კრიტიკა უსაფუძვლოა”, – განაცხადა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ 6 ნოემბერს გამართულ სამთავრობო სხდომაზე.

“ჩვენ ქვეყანაში თვალყურს ვადევნებთ არცთუ ჯანსაღ პროცესებს. მე არ ვამბობ, რომ მთელი საზოგადოება დაავადებულია, მაგრამ საზოგადოების გარკვეული ნაწილი აყოლილია ხმებს და მასირებული შემოტევაა დემაგოგიური გამოსვლების და გამოხტომების”, – განაცხადა შევარდნაძემ.

პრეზიდენტმა ეს განცხადება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე “ახალი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის მიხეილ სააკაშვილის არჩევის შემდეგ გააკეთა, რომლის წინასაარჩევნო ლოზუნგი “საქართველო შევარდნაძის გარეშე” იყო.

მიუხედავად ამისა, პრეზიდენტმა არ დააკონკრეტა, თუ რას უკავშირებდა იგი თავის გამოსვლას.

მსგავსი/Related

Back to top button