ახალი ამბები

დეპუტატები ნარჩემაშვილს თბილისში კრიმინოგენული ვითარების გამო აკრიტიკებენ

(თბილისი, 6 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ თბილისში “კრიმინოგენული ვითარება კრიტიკას ვერ უძლებს.”

“საინტერესო იქნება რომ შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი ეწვიოს პარლამენტს და მოახსენოს დეპუტატებს თუ რა ვითარებაა დედაქალაქში,” გაანცხადა ნინო ბურჯანაძემ.

შინაგან საქმეთა მინისტრის პარლამენტში გამოცხადება ფრაქცია ერთიანი საქართველოს თავმჯდომარემ გიორგი თარგამაძემ მოითხოვა.

მსგავსი/Related

Back to top button