skip to content
ახალი ამბები

საქართველო მოსკოვში აფხაზი სეპარატისტების წარმომადგენლობის დახურვას მოითხოვს

(თბილისი, 6 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – საქართველომ რუსეთის ხელისუფლებას მოსკოვში აფხაზი სეპარატისტების წარმომადგენლობის დახურვა მოთხოვა, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა თედო ჯაფარიძემ გაზეთ “24 საათისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომელიც 6 ნოემბრის ნომერში დაიბეჭდა.

“საქართველომ რუსეთს მოთხოვა, რომ აფხაზ სეპარატისტებთან მოლაპარაკებები არ აწარმოოს ქართულ მხარესთან შეუთანხმებლად”, – თქვა თედო ჯაფარიძემ, რომელმაც ამ დღეებში მოსკოვში მოლაპარაკებები გამართა თავის რუს კოლეგასთან, ვლადიმირ რუშაილოსთან.

მანამდე რუსულმა საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტიმ” ჯაფარიძის სიტყვებზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ საქართველო არ მოითხოვს მოსკოვში აფხაზი სეპარატისტების წარმომადგენლობის დახურვას. “ეს დეზინფორმაციაა. მე მსგავსი არაფერი მითქვამს”, – აღნიშნა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა.

მსგავსი/Related

Back to top button