ახალი ამბები

საოლქო სასამართლო სოციალისტების სარჩელს განიხილავს

(თბილისი, 6 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – დღეს თბილისის საოლქო სასამართლო სოციალისტური პარტიის სარჩელს განიხილავს. სოციალისტები, გასულ კვირას ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული 2 ივნისის თბილისის ადგილობრივი არჩევნების შედეგების უკანონოდ ცნობას მოითხოვენ.

იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო სოციალისტების სარჩელს დააკმაყოფილებს, მუშაობას შეაჩერებს ახლადმოწვეული თბილისის საკრებულო, რომლის პირველი სხდომა 4 ნოემბერს ჩატარდა. სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარედ ნაციონალური მოძრაობის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი აირჩიეს.

სააკაშვილი სოციალისტების სარჩელს უსაფუძვლოდ მიიჩნევს. ნაციონალური მოძრაობის ლიდერი საოლქო სასამართლოს დღევანდელ სხდომას ესწრება.

მსგავსი/Related

Back to top button