ახალი ამბები

დაკავებულთა გადაცემას უმნიშვნელო პრობლემები აფერხებს – რუშაილო

(თბილისი, 6 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ვლადიმირ რუშაილომ თავის ქართველ კოლეგასთან თედო ჯაფარიძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს მიერ რუსეთის მხარისთვის 8 დაკავებული ჩეჩენის გადაცემას უმნიშვნელო პრობლემები იურიდიული აფერხებს.

რუსეთი ქართველი მესაზღვრეების მიერ დაკავებული 8 პირის გადაცემას მოითხოვს, რომლებიც ამჟამად თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებით თბილისში წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან.

ქართველი სამართალდამცავები აცხადებენ, რომ დაკავებულთა იდენტიფიკაცია ჯერ არ დასრულებულა.

“დაკავებულთა გადაცემასთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული იურიდიული და პოლიტიკური პრობლემები. მაგრამ მხარეები განაგრძობენ განხილვას და მუშაობას ამ პრობლემების გარშემო”, – აღნიშნა თედო ჯაფარიძემ.

ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას დაკავებულთა რუსეთის მხარისთვის გადაცემის პროცესის შეცერებისკენ მოუწოდა, ვიდრე სასამართლო მათთან დაკავშირებულ მასალებს შეიწავლის.

Back to top button