ახალი ამბები

ჟვანია ოპოზიციის ერთიანობის შენარჩუნებას ცდილობს

(თბილისი, 5 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – “გაერთიანებული დემოკრატების” ლედერმა ზურაბ ჟვანიამ დღეს ოპოზიციას თანამშრომლობის გაგრძელებისკენ მოუწოდა.

ოპოზიციურ პარტიებს შორის ახლახანს დაწყებული თანამშრომლობა ეჭვქვეშ დადგა გუშინ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნების შემდეგ. “ახალმა მოძრაობამ” მიხეილ სააკაშვილის ამ პოსტზე არჩევა გააპროტესტა, რაგან პარტია მიიჩნევს რომ კენჭისყა კანონის დარღვევით ჩატარდა.

“ახლებს” საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ლევან გაჩეჩილაძის გაყვანა სურდათ.

“მე შევხვდი მიხეილ სააკასვილსაც და ლევან გაჩეჩილაძესაც რათა აუცილებლად გაგრძელდეს ოპოზიციას შორის დიალოგი,” განაცხადა ზურაბ ჟვანიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ლევან გაჩეჩილაძემ დღესვე განაცხადა რომ მის პარტიას ჯერ არ გადაუწყვეტია გააგრძელებს თუ არა “ახალი მოძრაობა” დანარჩენ ოპოზიციასთან თანამშრომლობას.

მსგავსი/Related

Back to top button