ახალი ამბები

პარლამენტარები ერთმანეთს ქალაქის საკრებულოში ხმების მოსყიდვაში ადანაშაულებენ

(თბილისი, 5 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – 5 ნოემებრს პარლამენტის სხდომაზე დეპუტატმა პეტრე ცისკარიშვილმა “ახალი მემარჯვენეები” თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებისას საარჩევნო ხმების მოსყიდვაში დაადანაშაულა.

“ახალი მემარჯვენეები” კი ირწმუნებიან, რომ მიხეილ სააკაშვილი საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ხმების მოსყიდვით მოხვდა.

პარლამენტარებს შორის სიტყვიერი შეურაცხყოფა ჩხუბში გადაიზარდა. პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს სხდომის შეწყვეტა მოუწია. 

Back to top button