
ახალი ამბები
რუსეთი საქართველოს გელაევის დაჭერაში დახმარებას თხოვს
(თბილისი, 5 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – დღეს, მოსკოვში რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ვლადიმირ რუშაილომ თავის ქართველ კოლეგას თედო ჯაფარიძეს ცნობილი ჩეჩენი საველე მეთაურის რუსლან გილაევის დაკავებაში დახმარება სთხოვა.
ამასთან, რუშაილომ ჯაფარიძეს შეახსენა, რომ ოქტომბერში ვლადიმირ პუტინისა და ედუარდ შევარდნაძის შეხვედრისისას ქართული მხარე რუსეთს თბილისში დარჩენილი დაკავებული ჩეჩნების გადაცემას დაპირდა.
3-5 აგვისტოს ქართველი მესაზღვრეების მიერ რუსეთის საზღვართან დაკავებული 13 ჩეჩენიდან თბილისში ამ დროისთვის 8 დარჩა. დანარჩენი თბილისმა უკვე გადასცა რუსეთს.
დარჩენილ პირთა ექსტრადიციისთვის ქართული მხარე რუსეთისგან დამატებით მასალებს მოითხოვს.