ახალი ამბები

სააკაშვილი საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს

(თბილისი, 4 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – ახალი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი დღეს შაკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს.

“ეს (სააკაშვილის არჩევა) არის შევარდნაძის დიდი მარცხი. ჩვენ გავანთავისუფლებთ თბილისს, შემდეგ კი მთელ საქართველოს შევარდნაძის კლანისგან,” განაცხადა შაკრებულოს ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ.

არჩევნების ჩატარებამდე დარბაზი ახალმა მოძრაობის წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან გაჩეჩილაძემ სააკაშვილს პარლამენტის მანდატის დატოვება მოსთხოვა.

კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო საკრებულოს 29 წევრმა. აქედან მხოლოდ ორი იყო სააკაშვილის წინააღმდეგ. მას ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვებულმა ლეიბორისტული პარტიის წევრებმაც დაუჭირეს მხარი. 

 

მსგავსი/Related

Back to top button