ახალი ამბები

საკრებულომ მუშაობა დაიწყო

(თბილისი, 4 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – ოთხთვიანი დაგვიანების შემდეგ, დღეს თბილისის მეორე მოწვევის საკრებულო პირველ სხდომას მართავს.

საკრებულოს მუშაობის დაგვიანება ხმათა გადათვლის პროცესის გაჭიანურებამ გამოიწვია. თბილისის საკრებულოს 2 ივნისის არჩევნების შედეგები ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გასულ კვირას გამოაცხადა.

ეს შედეგები, როგორც მოსალოდნელი იყო პირვანდელისაგან თითქმის არ განსხვავდება. ლეიბორისტებმა და ახალმა ნაციონალურმა მოძრაობამ საკრებულოში ყველაზე მეტი ადგილები დაიკავეს.

საკრებულოში ასევე გავიდნენ “ახალი მემარჯვენეები”, საქართველოს ქრისტიან-კონსერვატორთა პარტია (ჟვანიას გუნდი), საარჩევნო ბლოკი “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”, საარჩევნო ბლოკი “აღორძინება-XXI”, ბლოკი “ერთობა”.

სოციალისტურმა პარტიამ კვირას სასამართლოს მიმართა არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით. სოციალისტები მიიჩნევენ, რომ საკრებულოს სხდომა უკანონოდ დაინიშნა. არ არის გამორიცხული, რომ საკრებულოს მუშაობა კვლავ შეფერხდეს.

მსგავსი/Related

Back to top button