ახალი ამბები

ფინანსთა მინისტრი შეიარაღებული ძალებისთვის დაფინანსების გაზრდას
არ აპირებს

(თბილისი, 1 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – დღეს ფინანსთა მინისტრმა მირიან გოგიაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის დაფინანსების გაზრდა აუცილებლობას აღარ წარმოადგენს, ვინაიდან ქვეყანას უცხო ქვეყნის ძალებისგან საფრთხე აღარ ემუქრება.

პარლამენტმა თავდაცვის სამინისტროსთვის მიმდინარე წლის დაფინანსების 11 მილიონით გაზრდასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პანკისის ხეობაში თავდაცვითი ოპერაციის განხორციელებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

თავდაცვას აღნიშნული 11 მილიონი ლარი ჯერ არ მიუღია. მირიან გოგიაშვილის თქმით, ეს თანხა თავდაცვის სფეროს იმ შემთხვევაში გადაერიცხება, თუ ბიუჯეტში დამატებითი შემოსავლები გაჩნდება.

დამატებითი შემოსავლების ბიუჯეტში ჩარიცხვა ამ ეტაპზე შეუძლებელი ჩანს, ვინაიდან, ფინანსთა სამინისტროს მონაცენებით, ბიუჯეტში გარღვევა უკვე 47 მილიონ ლარს აღწევს. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისისი, მეორეს მხრივ, ამტკიცებს, რომ ბიუჯეტში გარღვევა დასახელებულზე ორჯერ მეტია.

დღეს ოპოზიციური ფრაქციების შეხვედრაზე ბიუჯეტის შეუსრულებლობის გამო დეპუტატებმა მკაცრად გააკრიტიკეს ფინანსთა მინისტრი. შეხვედრას მირიან გოგიაშვილიც ესწრებოდა.

დამატებითი ინფორმაცია აღნიშნულ თემაზე:

თავდაცვისთვის გაზრდილი ბიუჯეტი შესაძლოა ქაღალდზე დარჩეს

ქვეყნის თავდაცვა სახელმწიფოს მხრიდან მეტ ყურადღებას საჭიროებს

მსგავსი/Related

Back to top button