We are on our way to becoming fully reader-funded. You can now SUBSCRIBE or DONATE to Civil.ge

ახალი ამბები

თბილისში ელექტროენერგიაზე გადასახადი გაიზარდა

(თბილისი, 1 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – თბილისში ელექტროენერგიაზე ტარიფი 1,3 თეთრით გაიზარდა. პირველი ნოემბრიდან თბილისელები ერთ კილოვატ ელექტროენერგიაზე 13,7 თეთრს გადაიხდიან.

ამერიკური ენერგოგამანაწილებელი კომპანია ეი-ი-ეს თელასი ამტკიცებს, რომ ტარიფის გაზრდა ქართულ ენერგოსექტორში დამატებითი ინვესტიციების ჩადებით არის გამოწვეული.

16 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე საჯაროდ განაცხადა, რომ გაზრდილი ტარიფის ნაწილს ხელისუფლება გადაიხდიდა.

თუმცა, ხელისუფლებას ჯერ არ დაუდგენია, თუ რა სახით მოხდება ტარიფის გადახდა და უცნობია, რა საშუალებებით აპირებს პრეზიდენტი საკუთარი დანაპირების ასრულებას.

Back to top button