ახალი ამბები

ცსკომ ზვიად ძიძიგურის კანდიდატურა რეგისტრაციაში გაატარა

(თბილისი, 31 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – 30 ოქტომბერს, საღამოს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მისი პირველადი გადაწყვეტილება შეცვალა და ახალი ნაციონალური მოძრაობის წევრი ზვიად ძიძიგური სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დაამტკიცა.

დღის პირველ ნახევარში ცსკოს წევრებმა უარი განაცხადეს რეგისტრაციაში გაეტარებინათ ზვიად ძიძიგურის კანდიდატურა. ახალი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის მიხეილ სააკაშვილის თქმით, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, ვინაიდან ხელისუფლება ცდილობს ხელი შეუშალოს ოპოზიციურ პარტიებს მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში.

ცკოს წევრთა ნაწილი, რომლებიც ახალი ნაციონალური მოძრაობის წევრის კანდიდატურის რეგისტრაციაში გატარებას უჭერდნენ მხარს, ამტკიცებენ, რომ ზვიად ძიძიგურს არჩევნებში მონაწილეობისთვის აუცილებელი ყველა დოკუმენტი გააჩნდა.

მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები სამტრედიაში, ისევე როგორც სხვა სამ რაიონში, 30 ნოემბერს ჩატარდება.

მსგავსი/Related

Back to top button