
ახალი ამბები
ამერიკული კომპანია ნავთოსადენის პროექტის აქციებს ყიდულობს
(თბილისი, 31 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – ამერიკული ენერგოკომპანია “კონოკოფილიპსი” ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტის 2,5 აქციებს შეისყიდის. “ჩვენ მივესალმებით “კონოკოგილიპსის” პროექტში გაერთიანებას. ეს იმის დამადასტურებელია, რომ ნავთობსადენის, როგორც საექსპორტო გზის, მნიშვნელობა მართლაც უდიდესია”, განაცხადა 30 ოქტომბერს “ბფ აზერბაიჯანის” დირექტორმა დეივიდ ვუდვორდმა, იუწყება როიტერსი. კომპანია ნავთობსადენის აქციების ყველაზე დიდი რაოდენობის მფლობელია. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთოვსადენი, რომელსაც აშშ უჭერს მხარს, ნავთობს კასპიის ზღვიდან ხმელთაშუა ზღვამდე გადაზიდავს. ნავთობსადენის მშენებლობის დაწყების ცერემონიალი ბაქოში 18 სექტემბერს გაიმართა.