ახალი ამბები

ნავთობსადენისადმი მიძღვნილი მთავრობის სპეციალური სხდომა

(თბილისი, 30 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – დღეს მთავრობის სპეციალური სხდომა იმართება, რომელზეც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტის განხორციელებაზე იმსჯელებენ. სხდომას ნავთობსადენის დირექტორთა საბჭოს წევრებიც ესწრებიან.

ნავთობსადენის საშუალებით კასპიის ზღვის ნავთობი საქართველოს გავლით თურქეთში ხმელთაშუა ზღვაზე ჯეიჰანის პორტში გადაიზიდება. 

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის აშენება 2,9 მილიარდი აშშ დოლარი დაჯდება; მისი სიგრძე 1 730 კილომეტრი იქნება. ნავთობსადენი 2005 წელს ამოქმედდება და მას წელიწადში 50 მილიონი ტონა ნავთობის გადაზიდვის შესაძლებლობა ექნება.

Back to top button