ახალი ამბები

აბაშიძე პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით კონსულტაციებს მართავს

(თბილისი, 30 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – პრეზიდენტ შევარდნაძის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით დღეს ბლოკი აღორძინება კონსულტაციებს მართავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერთან ასლან აბაშიძესთან.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების წინააღმდეგი ბლოკიდან მხოლოდ სოციალისტთა ლიდერი ვახტანგ რჩეულიშვილია.

ბლოკ აღორძინების აზრით, იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების მიზეზი შეიძლება იყოს პრეზიდენტის უარი დსთ-დან გამოსვლის ინიციატივაზე. აგვისტოში საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომელიც რეკომენდაციას აძლევდა პრეზიდენტს გამოსულიყო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას მხარს უჭერს ასევე მიხეილ სააკაშვილის ფრაქცია “მოძრაობა დემოკრატიული რეფორმებისათვის”.    

Back to top button