
ახალი ამბები
ქეთევან ჭიპაშვილი მოსკოვის საავადმყოფოდან გამოეწერა
(თბილისი, 29 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – რუსეთში საქართველოს საელჩოს ცნობით, 15 წლის ქეთევან ჭიპაშვილი, რომელიც მოსკოვში, მელნიკოვის ქუჩაზე შეიარაღებული ჩეჩნების მიერ მძევლად აყვანილ ასეულობით ადამიანთა შორის იმყოფებოდა, დღეს მოსკოვის მოსკოვის ერთ-ერთი საავადმყოფოდან გამოეწერა.
საელჩოს ინფორმაციით, ქეთევან ჭიპაშვილი მოიწამლა გაზით, რომელიც რუსეთის სპეცსამსახურებმა თეატრალური შენობის იერიშით აღებისას გამოიყენეს.
ამ შტურმის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 117 მძევალი დაირუპა.
საქართველოს საელჩო ცდილობს იმ სამი ქართველის ბედის გარკვევას, რომლებიც, შესაძლოა, ასევე მძევალთა სორის იმყოფებოდნენ.