ახალი ამბები

რუსეთი ტერორისტებს ყველგან გაუსწორდება, აცხადებს პუტინი

(თბილისი, 29 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – რუსეთი “შესაბამისი ზომებით უპასუხებს ტერორიზმის საფრთხეს, სადაც არ უნდა იმყოფებოდნენ თავად ტერორისტები და მათი ფინანსური თუ იდეური მხარდამჭერები”, განაცხადა 28 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.

პრეზიდენტმა უბრძანა რუსეთის გენერალური შტაბს, რათა “საბრძოლო მოქმედებების წარმოების გეგმას გადახედოს”. რუსეთი საკუთარ შეიარაღებულ ძალებს ამ გეგმათა და მათ მიზანთა მიხედვით გამოიყენებს; ასევე განსაზღვრავს სამხედრო ოპერაციათა სახეს.

სავარაუდოდ, გეგმათა გადახედვა ჩეჩნეთში სამხედრო ოპერაციის სახის შეცვლას გამოიწვევს და ტერორისტთა ქსელის შესასუსტებლად ახალ მიზნებს განსაზღვრავს.

სექტემბერში რუსეთის პრეზიდენტი საქართველოს პანკისის ხეობაში თითქოსდა არსებულ ტერორისტთა ბაზებზე თავდაცვითი დარტყმებით დაემუქრა.

Back to top button