
ახალი ამბები
მძევლად აყვანას გამართლება არა აქვს, ამბობს შევარდნაძე
(თბილისი, 28 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – “მძევლების გასათავისუფლებლად განხორციელებულ ოპერაციას მძიმე შედეგები მოჰყვა. ოპერაცია გარდაუვალი იყო”, განაცხადა დღეს პრეზიდენტმა შევარდნაძემ რუსეთის სპეცრაზმის მიერ მოსკოვის კულტურულ კომპლექსზე განხორციელებულ შტურმზე საუბრისას. “ტერორიზმსა და მძევლად აყვანას გამართლება არა აქვს. სასიხარულოა, რომ 750-ზე მეტი ადამიანი გადარჩა”, აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა მის ტრადიციულ რადიოინტერვიუში. მომწამვლელი გაზის შედეგად, რომელიც სპეცრაზმელებმა კულტურულ კომპლექსში შტურმამდე გაუშვეს, სულ ცოტა 118 მძევალი დაიღუპა.