
შტურმის შედეგად 67 მძევალი დაიღუპა
(თბილისი, 26 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – მოსკოვის კულტურულ ცენტრში მძევლების გასათავისუფლებლად განხორციელებული ოპერაციის შედეგად 67 მძევალი დაიღუპა. ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბასილევმა განუცხადა. მისი თქმით, შტურმის დროს გამოყენებულ იყნა გაზი და სპეცნივთიერება, რამაც სამართალდამცველებს ქალი ტერორისტების ლიკვიდირების საშუალება მისცა. მათ წელზე “შახიდების” ქამარი ეკეთათ, ხოლო ასაფეთქებლის პულტი ხელში ეკავათ. ვასილევის თქმით, მსხვერპლი სპეცრაზმელთა შორისაც არის. მისი ინფორმაციით, მოკლულია 34 ტერორისტი. როგორც ვლადიმერ ვასილევმა განაცხადა, სპეცსამსახურების მუშაობას პროკურატურა გამოიძიებს. სამართალდამცველები მზად არიან პასუხი აგონ საკუთარ მოქმედებებზე. ამავე დროს, შს მინისტრის მოადგილემ დადებითად შეაფასა მძევლების გასათავისუფლებლად ჩატარებული ოპერაცია, ვინაიდან, მისი თქმით, სამართალდამცველებმა 750-ზე მეტი ადამიანის სიცოცოხლე იხსნეს.