ახალი ამბები

საქართველოს ელჩი რუსეთში ტერორისტებთან მოლაპარაკებას ცდილობს

(თბილისი, 25 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – წითელი ჯვრის შუამდგომლობით საქართველოს ელჩი რუსეთში ზურაბ აბაშიძე ჩეჩენი ტერორისტების მიერ დაკავებულ თეატრში შესვლას ცდილობს. კულტურულ კომპლექსში მძევლად სულ ცოტა სამი ქართველი იმყოფება.

“ამ წუთისთვის ჩვენ თეატრის შენობასთან ვიმყოფებით. საქართველოს მოქალაქეების გასათავისუფლებლად ჩვენ შევეცდებით მოლაპარაკებები გავმართოთ ტერორისტებთან”, განაცხადა ზურაბ აბაშიძემ დღეს ტელეკომპანია რუსთავი 2-თან ტელეფონით საუბრისას.

თეატრში, რომელიც 50-მდე შეიარაღებულმა ჩეჩენმა 23 ოქტომბერს დაიკავა, დაახლოებით 75 უცხოელი იმყოფება. მათ გასათავისუფლებლად უცხოელი დიპლომატები ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

Back to top button