ახალი ამბები

პანკისის ხეობასთან ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლება დასრულდა

(თბილისი, 25 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – 24 ოქტომბერს საზეიმოდ დაიხურა თავდაცვის სამინისტროს ფართომასშტაბიანი სწავლება “კახეთი – 2002”, რომელშიც 2000-მდე ქართველი სამხედრო მოსამსახურე იღებდა მონაწილეობას. სწავლება კახეთის სოფელ ფიჩხოვანში 25 აგვისტოს დაიწყო.

სწავლებაში მონაწილეობას იღებდა საავიაციო, ქვეითი და საზღვაო ქვეითი შენაერთები.

სამხედრო სწავლება პანკისის ხეობაში მიმდინარე ანტიკრიმინალური ოპერაციისთვის ზურგის გამაგრებას ემსახურებოდა.

Back to top button