ახალი ამბები

საზოგადოებრივი ორგანიზაციები ხელისუფლებას ნატოში გაწევრიანებისკენ მოუწოდებს

(თბილისი, 25 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – 24 ოქტომბერს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენლებმა საქართველოს ხელისუფლებისადმი მიმართვა შეიმუშავეს, სადაც მას საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცედურის დაჩქარებისკენ მოუწოდებენ.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა საკითხის დაყენება ნოემბერში პრაღაში დაგეგმილ ნატოს სამიტზე მოითხოვეს.

“საქართველოსთვის ეს ისტორიული შანსია. ის ჩვენი ქვეყნისთვის იქნება იმპულსი მომავალი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო რეფორმების განხორციელებისთვის”, ნათქვამია მიმართვაში.

პრეზიდენტმა შევარდნაძემ 11 ოქტომბერს პარლამენტისადმი ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველოს სურვილია ნატოში გაწევრიანდეს. მისი თქმით, ეს არის “გრძელვადიანი გეგმა, თუმცა შესაძლებელია”.

ცოტა ხნით ადრე პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომელიც მთავრობას ქვეყნის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მეტ მუშაობას სთხოვს.  

Back to top button