ახალი ამბები

ოპოზიცია საპარლამენტო კომისიას ჯორბენაძის საქმიანობის გამოძიებას სთხოვს

(თბილისი, 23 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – ოპოზიციური ფრაქციები ახალი მემარჯვენეები, მოძრაობა დემოკრატიული რეფორმებისათვის, გაერთიანებული დემოკრატები და ტრადიციონალისტი ითხოვენ, რომ სახელმწიფო მინისტრის ავთანდილ ჯორბენაძის საქმიანობა პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ გამოიძიოს.

“მე მაქვს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ ავთანდილ ჯორბენაძე მის თანამდებობასა და სახელმწიფო თანხებს “მოქალაქეთა კავშირის” სასარგებლოდ იყენებს”, განაცხადა დღეს ახალი მემარჯვენეების თავმჯდომარემ დავით გამყრელიძემ.

მისი თქმით, ეს ბრალდება ჯორბენაძის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების საფუძველი შეიძლება გახდეს, თუმცა ჯერ ჯორბენაძის საქმიანობა პარლამენტის სპეციალურმა კომისიამ უნდა გამოიძიოს.

24 ოქტომბერს ჯორბენაძე პარლამენტში მოხსენებით გამოსვლას აპირებს. მისი მოხსენების თემა 2002 წლის ბიუჯეტია. ახალი მემარჯვენეები დღეს ბიუჯეტის საკითხზე მსჯელობის გადადების ინიციატივით გამოვიდნენ და ჯორბენაძის მიმართ თანამდებობის ბოროტად გამოყენების შესახებ საკითხის დაყენება მოითხოვეს.

Back to top button