
ახალი ამბები
დეპუტატები არჩევნების ელექტრონულ სისტემით ჩატარების ინიციატივას იწონებენ
(თბილისი, 23 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – დღეს პარლამენტში არჩევნების ელექტონული სისტემის პრეზენტაცია გაიმართა. დეპუტატების აზრით, მომავალში არჩევნები სწორედ ელექტრონული სისტემით უნდა გაიმართოს, რაც დარღვევებსა და არჩევნების შედეგების გაყალბების შესაძლებლობას შეამცირებს. არჩევნების ელექტრონული სისტემით ჩატარების შემთხვევაში თითოეულ ამომრჩეველს საკუთარი ელექტრონული ბარათი ექნება. დეპუტატებმა ეს ინიციატივა მოიწონეს. სექტემბერში პარლამენტის წევრებმა განაცხადეს, რომ აუცილებელია, საარჩევნო კოდექსში შევიდეს ცვლილებები, რათა 2003 წლისთვის დაგეგმილი არჩევნები ახალი სისტემით ჩატარდეს. ხმის მიცემის ელექტრონული სისტემა ქართველმა მეცნიერებმა “ღია საზოგადოება – საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით შექმნეს.