
ახალი ამბები
პრეზიდენტმა მშენებლობის მინისტრი გაათავისუფლა
(თბილისი, 23 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – დღევანდელ მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტმა შევარდნაძემ თანამდებობიდა გადააყენა მშენებლობისა და ურბანიზაციის მინისტრი მერაბ ჩხენკელი. პრეზიდენტის გადაწყვეტილების მიზეზი თბილისში მომრავლებული უკანონო მშენებლობა გახდა. ამავე მიზეზით შევარდნაძემ მკაცრად გააკრიტიკა თბილისის მერი ვანო ზოდელავა. “თუ 3-4 თვეში თბილისში მდგომარეობა არ გამოსწორდა ზოდელავას თანამდებობასთან შესაბამისობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება,” განაცხადა პრეზიდენტმა შევარდნაძემ.