ახალი ამბები

პარლამენტმა კონკორდატის რატიფიცირება მოახდინა

(თბილისი, 22 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – დღეს პარლამენტმა ერთხმად დაამტკიცა საკონსტიტუციო შეთანხმება საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის.

პრეზიდენტმა შევარდნაძემ და საქართველოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ შეთანხმებას ხელი 14 ოქტომბერს მოაწერეს.

კონკორდატში დაფიქსირებულია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ეკლესიები და მონასტრები, ასევე ის ტერიტორია, რომელზეც ისინია განლაგებული, ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას ეკუთვნის. გარდა ამისა, ეკლესია გათავისუფლებულია ყოველგვარი გადასახადისგან.

შეთანხმებაში ასევე აღნიშნულია, რომ მართლმადიდებლურ ეკლესიას მნიშვნელოვანი როლი უჭირავს საქართველოს ისტორიაში. 

მსგავსი/Related

Back to top button