ახალი ამბები

მრჩეველი უშიშროების საკითხებში თბილისში ვიზიტით იმყოფება

(თბილისი, 22 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – უშიშროების საკითხებში მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარე სერ გარი ჯონსონი საქართველოში ვიზიტით იმყოფება.

22 ოქტომბერს ის თავდაცვის მინისტრ დავით თევზაძეს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების შემდგომ რეფორმირებაზე იმსჯელეს.

მიმდინარე წელს ეს სერ გარი ჯონსონის მეორე ვიზიტია საქართველოში. მრჩეველთა საბჭო ქართველ ხელისუფალთ ქვეყნის თავდაცვისა და უშიშროების სამსახურების რეფორმირებაში ეხმარება.

მსგავსი/Related

Back to top button