ახალი ამბები

ნაციონალური მოძრაობა არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას ითხოვს

(თბილისი, 22 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – დღეს ახალი ნაციონალური მოძრაობა საპროტესტო აქციას მართავს და ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან 2 ივნისის თბილისის ადგილობირივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას ითხოვს.

მოძრაობის წევრები ირწმუნებიან, რომ ცეესკო შედეგების გამოქვეყნებისგან იკავებს თავს, რაც თბილისის საკრებულოს მუშაობას აფერხებს.

ახალი ნაციონალური მოძრაობის წევრის კობა დავითაშვილის თქმით, მთავრობა ზეწოლას ახდენს ცეესკოზე და აიძულებს არჩევნების შედეგების გამოქვეყნება გადადოს.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თბილისის თვითმმართველობის არჩევნების შედეგების გადათვლა ივლისში დაიწყო. ამის მიზეზი ნაციონალური მოძრაობის სარჩელი იყო, რომელიც ხმების გადათვლას არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების გამო ითხოვდა.

მსგავსი/Related

Back to top button