ახალი ამბები

საქართველო პანკისის ხეობაში ახალ ოპერაციას იწყებს

(თბილისი, 22 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – ქართველი სამართალდამცველი ორგანოები პანკისის ხეობაში ახალ ოპერაციას იწყებენ, რომლის მიზანიც შეიარაღებული დაჯგუფებებისა და ტერორიზმში ეჭვმიტანილების დაკავებაა, იუწყება დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი და უშიშროების მინისტრი ვალერი ხაბურძანია ამჟამად კახეთში იმყოფებიან.

ქართველი სამართალდამცველების გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას მოჰყვა. 21 ოქტომბერს ედუარდ შევარდნაძემ აღნიშნა, რომ პანკისის ხეობაში შეიარაღებული პირები ჯერ კიდევ იმყოფებიან.

მსგავსი/Related

Back to top button