ახალი ამბები

ბიუჯეტის სეკვესტრი გამორიცხულია – ამბობს შევარდნაძე

(თბილისი, 21 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – “ბიუჯეტის სეკვესტრი დღის წესრიგში არ დგას”, განაცხადა დღევანდელ რადიოინტერვიუში პრეზიდენტმა შევარდნაძემ.

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი ცოტა ხნის წინ იუწყებოდა, რომ 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გარღვევა დაახლოებით 90 მილიონ ლარს შეადგენს და რომ ბიუჯეტის სეკვესტრი გარდაუვალია.

ედუარდ შევარდნაძის თქმით, ბიუჯეტის შესრულების თვალსაზრისით ვითარება გამოსწორდა მას შემდეგ, რაც ფინანსთა და საგადასახადო შემოსავლების სამინისტროები გაერთიანდა, ხოლო მინისტრად მირიან გოგიაშვილი დაინიშნა.

მსგავსი/Related

Back to top button