ახალი ამბები

შევარდნაძემ ტერორიზმში ეჭვმიტანილთა აშშ-ისთვის გადაცემა არ გამორიცხა

(თბილისი, 21 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – “ტერორიზმში ეჭვმიტანილთა ექსტრადირებას არ ვახდენთ მხოლოდ რუსეთში, ჩვენ მათ სხვა ქვეყნებსაც გადავცემთ”, განახადა დღევანდელ ბრიფინგზე პრეზიდენტმა შევარდნაძემ.

ედუარდ შევარდნაძემ ისაუბრა 29 ოქტომბერს ჟურნალ “ტაიმში” გამოქვეყნებულ სტატიაზე. “პანკისის ხეობაში ჩატარებული ოპერაციის შედეგად უკვე ათზე მეტი არაბი მებრძოლი დააკავეს, მათ შორის სულ ცოტა ორი ალ-ქაიდას საშუალო დონის ლიდერები არიან. შეიძლება ითქვას, რომ მათი უმრავლსეობა კუბაში, გუანტანამოს ყურეში, აშშ-ის წინასწარი დაკავების საკნებში იმყოფებიან”, ნათქვამია სტატიაში.

“ტაიმი” ასევე იუწყება, რომ უშიშროების ქართულმა ძალებმა, რომელსაც ამერიკელების მიერ გაწვრთნილი სარდალი უძღვებოდა, პანკისის ხეობაში ავტომობილი დააკავეს, რის შედეგადაც აიყვანეს სამი არაბი, ხოლო ავტომობილის მძღოლი აყვანის ოპერაციისას დაიღუპა.

“მე თავს შევიკავებ ამ ცნობაზე კომენტარისგან”, განაცხადა დღეს უშიშროების მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ ტელეკომპანია რუსთავი 2-ით საუბრისას.

მსგავსი/Related

Back to top button