ახალი ამბები

საზღვრის ერთობლივი პატრულირება ინფორმაციის გაცვლას ნიშნავს

(თბილისი, 21 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის შეფი ვალერი ჩხეიძე აცხადებს, რომ რუსეთ-საქართველოს საზღვრის ერთობლივი პატრულირება ორი ქვეყნის მესაზღვრეებს შორის ინფორმაციის გაცვლას გულისხმობს.

რუსეთისა და საქართველოს საზღვრის დაცვის დეპატამენტის უფროსებმა 17 ოქტომბერს ერევანში ხელი მოაწერეს ერთობლივ პროტოკოლს, რომელიც საზღვარზე უსაფრთხოების მხრივ ვითარების გაუმჯობესებას ითვალისწინებს.

ვალერი ჩხეიძის თქმით, რუსი მესაზღვრეები საზღვრის რუსულ მხარეს გააკონტროლებენ, საქართველოს საზღვარს კი – მხოლოდ ქართველი მესაზღვრეები; შემდეგ კი ორი ქვეყნის მესაზღვრეთა ქვედანაყოფების ხელმძღვანელები ერთმანეთს პატრულირების შედეგების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან.  

მსგავსი/Related

Back to top button