ახალი ამბები

საქართველო მზად არის ჩეჩენთა რეპატრიაციისთვის რუსეთთან ითანამშრომლოს

(თბილისი, 19 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – საქართველო მზად არის რუსეთთან კონსტრუქციულად თანამშრომლობისთვის, რათა მოხდეს პანკისის ხოებაში მცხოვრები ჩეჩენი ლტოლვილების ნებაყოფლობითი რეპატრიაცია, განაცხადა 18 ოქტომბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა კახა სიხარულიძემ.

რამდენიმე დღის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ, თითქოს, საქართველო მისთვის სამშობლოში დაბრუნების მსურველ ჩეჩენთა სიის გადაცემას აყოვნებს.  

საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, ლტოლვილებთან დაკავშირებული ზოგიერთი მონაცემი კონფიდენციალურია, აცხადებს სიხარულიძე.

“საქართველომ რუსეთს ჯგუფის შექმნა შესთავაზა, რომელიც საქართველოში ლტოლვილთა რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ინფორმაციას შეაგროვებდა”, აღნიშნა სიხარულიძემ და დასძინა, რომ რეპატრიაციის ერთ-ერთი უმთავრესი პირობა რეპატრირებულთა უსაფრთხოების გარანტია უნდა იყოს.

მსგავსი/Related

Back to top button