ახალი ამბები

პარტია “ახალი მემარჯვენეები” სახელმწიფო მინისტრის იმპიჩმენტს მოითხოვს

(თბილისი, 19 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – პარტია “ახალი მემარჯვენეები” სახელმწიფო მინისტრს ავთანდილ ჯორბენაძეს აკრიტიკებს და მას სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების “მოქალაქეთა კავშირის” ინტერესებისთვის გამოყეენბაში ადანაშაულებს.

“საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჯორბენაძე “მოქალაქეთა კავშირის” ადგილობრივ ოფისებს ხსნის, რისთვისას სახელმწიფო ბიუჯეტით სარგებლობს. ეს ფაქტი მის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების მიზეზი შეიძლება გახდეს”, განაცხადა “ახალი მემარჯვენეების” ლიდერმა დავით გამყრელიძემ 18 ოქტომბერს ტელეკომპანია რუსთავი 2-ით გამოსვლისას.

სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე ამავე დროს პარტია “მოქალაქეთა კავშირის” თავმჯდომარეა.

ახალი მემარჯვენეები ასევე ირწმუნებიან, რომ ჯორბენაძე გამგებლებს “მოქკავშირის” ინტერესების შესაბამისად მოქმედებას აიძულებს.

მსგავსი/Related

Back to top button