ახალი ამბები

არასამთავრობოები ექტრადირების პრობლემებზე მსჯელობენ

(თბილისი, 18 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – დღეს თავისუფლების ინსტიტუტის ოფისში არასამართვრობო ორგანიზაციათა და ხელისუფლების წარმომადგენელთა შორის გაიმართა დისკუსია ექსტადირების თემაზე.

არასამთავორო ორგანიზაციათა აზრით, ჩეჩენთა ექტრადირება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და საერთაშორისო კონვენციებს. ასევე დარღვევა იყო ეს ფაქტი, რომ დაკავებულებს წინასწარ არ ეცნობათ გადაწყვეტილება მათი ექსტრადირების თაობაზე და, შესაბამისად, მათ არ მიეცათ მისი გასაჩივრების საშუალება.

იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტის წარმომადგენლის კახა კახიშვილის თქმით, დასახვეწია კანონმდებლობა ექსტრადირების შესახებ. “ამ მხრივ საპროცესო კოდექსი არ არის ჩამოყალიბებული”, აცხადებს იგი.

არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელს თინა ხიდაშელს კი მიაჩნია, რომ საპროცესო კოდექსში წერია, რომ ბრალდებულს აქვს უფლება გაასაჩივროს მასთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილება და ჩეჩენთა ექტრადირებისას დაფიქსირებული დარღვევები არ შეიძლება ჩაითვალოს კანონის არასრულყოფილების ბრალად.

გენერალური პროკურატურის წარმომადგენლის ლევან დარბაიძის თქმით, დარჩენილი 8 დაკავებულის ექსტრადირება, რომელთაგან ერთი, როგორც ირკვევა, საქართველოს მოქალაქეა (ქისტი), ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე შეჩერებულია. ქართულმა მხარემ რუსეთის ფედერაციას 5 ჩეჩენი, სავარაუდოდ მებრძოლი, 4 ოქტომბერს გადასცა.

მსგავსი/Related

Back to top button