ახალი ამბები

დამკვირვებელთა მოქმედების ზონა შეიძლენა დაღესტნის საზღვარზეც გაფართოვდეს

(თბილისი, 18 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – “ეუთოსთან მიღწეულია წინასწარი შეთანხმება ამ ორგანიზაციის დამკვირვებელთა მისიის მოქმედების ზონის გაფართოების შესახებ საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა განაცხადა.

1999 წლის დეკემბერში ეუთომ თავისი დამკვირვებლები მიაგზავნა რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩეჩნეთის 82 კილომეტრიან მონაკვეთზე მონიტორინგის ჩასატარებლად. საქართველოს მთავრობის თხოვნით, 2001 წლის დეკემბერში ეუთო დათანხმდა მონიტორინგის ზონის ინგუშეთის 58 კილომეტრიან მონაკვეთზე გაფართოებას.

“ვიმედოვნებ, რომ უახლოს დღეებში ეუთო მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას დამკვირვებელთა მოქმედების ზონის გაფართოების შესახებ” – აღნიშნა მენაღარიშვილმა.

მსგავსი/Related

Back to top button