ახალი ამბები

წამყვანი ოპოზიციური პარტიები თანამშრომლობაზე მსჯელობენ

(თბილისი, 18 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – წამყვანი ოპოზიციური პარტები – ახალი ნაციონალური მოძრაობა, გაერთიანებული დემოკრატები, ახალი მემარჯვენეები და ტრადიციონალისტები დღეს მომავალი თანამშრომლობის საკითხებზე მსჯელობისთვის იკრიბებიან.

ოპოზიციის შეხვედრის ორგანიზატორი აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტია.

ეს ის ოთხი პოლიტიკური ძალაა, რომელმაც 11 ოქტომბერს პრეზიდენტ შევარდნაძის მოხსენება გააკრიტიკა და პროტესტის ნიშნად პარლამენტის სხდომა დატოვა.

პრეზიდენტის მოხსენებას ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა ვაჟა ლორთქიფანიძემაც გამოუცხადა მოიკოტი, თუმცა დღევანდელ შეხვედრაში ის მონაწილეობას არ ღებულობს.

მსგავსი/Related

Back to top button