ახალი ამბები

რუსული და ქართული მხარეები საზღვრის კონტროლის შესახებ შეთანხმდნენ

(თბილისი, 18 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – საქართველოს საზღვრის დაცვის დეპატამენტის უფროსმა ვალერი ჩხეიძემ და მისმა რუსმა კოლეგამ კონსტანტინ ტოცკიმ გუშინ, 17 ოქტომბერს, ერევანში ხელი მოაწერეს შეთანმხებას, რომელიც რუსეთ-საქართველოს საზღვარზე უსაფრთხოების ზომების გაზრდას ითვალისწინებს.

რუსეთის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, შეთანხმება ორი ქვეყნის საზღვრის დაცვის დეპარტამენტებს შორის ინფორმაციის გაცვლას გაცვლასა და საზღვრის ერთობლივ პატრულირებას ითვალისწინებს.

6 ოქტომბერს მოლდავეთში შეხვედრისას საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტები საზღვრის ერთობლივ პატრულირებაზე შეთანხმდნენ.

მსგავსი/Related

Back to top button