ახალი ამბები

აშშ საქართველოს სამხედრო დახმარებას გაუზრდის

(თბილისი, 17 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – “აშშ საქართველოს თავდაცვის სფეროს ფინანსურ დახმარებას გაუზრდის”, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ ევროპაში აშშ-ის სამხედრო შტაბის სარდალთან, გენერალ ჯოზეფ რალსტონთან შეხვედრის შემდეგ.

გენერალი რალსტონი თბილისში დღეს ბაქოდან ჩამოვიდა და საქართველოს დედაქალაქში მხოლოდ რამდენიმე საათი დაყო.

“მასთან შეხვედრისას ორ საკითზე იყო საუბარი: პროგრამა “პარტნიორობა მშვიდობის” ფარგლებში ნატოსთან თანამშრომლობა და ნატოში ინტეგრირებისთვის აუცილებელი ღონისძიებების აქტივაცია”, განაცადა მინისტრის მოადგილემ გელა ბეჟუაშვილმა გენერალ რალსტონთან შეხვედრის შემდეგ.

ამერიკელმა სამხედრო ჩინოსანმა კრწანისის სასწავლო პოლიგონი მოინახულა, სადაც ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორები ქართულ ბატალიონს წვრთნიან. საქართველოს წვრთნისა და აღჭურვის პროგრამისთვის აშშ-ის მხრიდან 64 მილიონი დოლარია გამოყოფილი.

მსგავსი/Related

Back to top button