ახალი ამბები

ამერიკელი გენერალი თბილისს ეწვია

(თბილისი, 17 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – აშშ-ის ევროპის სარდლობის სარდალი გენერალი ჯოზეფ რალსტონი დღეს თბილისს ესტუმრა, იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

გენერალ რალსტონს თბილისის აეროპორტში დახვდა თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე, ხოლო შემდეგაც ამერიკელმა სამხედრო ჩინოსანმა კრწანისის საწვრთნელი პოლიგონი მოინახულა, სადაც საქართველოს წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის ფარგლებში ამერიკელი ინსტრუქტორები ქართულ ბატალიონს წვრთნიან.

დღეს დილით დავით თევზაძემ ჟურნლისტებს განუცხადა, რომ გენერალ რალსტონთან შეხვედრისას წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის მიმდინარეობაზე იქნება საუბარი.

მსგავსი/Related

Back to top button