ახალი ამბები

შინაგანი ჯარების დამატებით საგუშაგოები შიდა ქართლში

(თბილისი, 16 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – შიდა ქართლში შინაგანი ჯარების სამი დამატებითი საგუშაგო გაიხსნა, რისი მიზეზიც უკანასკნელ ხანებში რეგიონში უკიდერუსად გამწვავებული კრიმინოგენული ვითარებაა.

“საგუშაგოების გამართვა სამხრეთ ოსეთში განლაგებულ ერთობლივ სამშვიდობო ძალებთან არის შეთანხმებული”, განაცხადა დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა.

ნარჩემაშვილის თქმით, დამატებითი საგუშაგოები სამართალდამცველებს რეგიონის უკეთ გაკონტროლებაში დაეხმარებიან.

საგუშაგოები საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად სოფლებშია განლაგებული.

ოქტომბრის დასაწყისში შინაგან საქმეთა სამინისტრომ რეგიონში ანტიკრიმინალური ოპერაციის განხორციელების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.

სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, უკანასკნელი ორი თვის მანძილზე რეგიონში მკვლელობის 30 შემთხვევა დაფიქსირდა. გორსა და ცხინვალს შორის არსებულ საავტომობილო მაგისტრალზე უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში ოფიციალურად 40 შეიარაღებული თავდასხმა და ყაჩაღობა აღინიშნა.

მსგავსი/Related

Back to top button