ახალი ამბები

რუსეთი სამშობლოში დაბრუნების მსურველ ჩეჩენთა სიას ითხოვს

(თბილისი, 16 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე იაკოვენკომ გუშინ, 15 ოქტომბერს, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს ჯერ არ გადაუცია რუსეთისთვის იმ ჩეჩემ ლტოლვილთა სია, რომლებსაც ჩეჩნეთში დაბრუნება სურთ.

“რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რათა რუსეთის მოქალაქეების ჩეჩნეთში რეპატრიაციას შეუწყოს ხელი”, აღნიშნა იაკოვენკომ.

ჩეჩენ ლტოლვილთა რეპატრიაციაზე მომუშავა ერთობლივი რუსულ-ქართული კომისია თებერვალში შეიქმნა. ამჟამად პანკისის ხეობაში 3800-მდე ჩეჩენი ლტოლვილი ცხოვრობს.

ქართული მხარის თქმით, ჩეჩენი ლტოლვილები სამშობლოში მალე უნდა დაბრუნდნენ, თუმცა, აუცილებელია, მათი უსაფრთხოება ჩეჩნეთის ტერიტორიაზე გარანტირებული იყოს. 

მსგავსი/Related

Back to top button