ახალი ამბები

უშიშროება ლოკომოტივის სტადიონზე ელექტროენერგიის შეწყვეტას იძიებს

(თბილისი, 14 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – საქართველოს უშიშროების სამინისტრო იძიებს ლოკომოტივის სტადიონზე, 12 ოქტომბერს რუსეთ-საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები გუნდების თამაშის დრომ მომხდარ ინციდენტს.

პირველი ტაიმის მიწურულს სტადიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა, ტრასფორმატორის გაუმართაობის გამო, რაც წინასწარი მონაცემებით ტექნიკური მიზეზის გამო უნდა მომხდარიყო.

თუმცა თამაშის მნიშვნელობიდან გამომდინარე უშიშროება დივერსიის ფაქტსაც არ გამორიცხავს, რის გამოც იგი გამოძიებაში ჩაერთო.

მომხდარის გამო ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი თამაში რუსეთსა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებეს შორის გადაიდო. იგი ან ნოემბერში, ან მომავალ წელს ჩატარდება.

მსგავსი/Related

Back to top button