
ახალი ამბები
საქართველომ რუსეთი რაგბიში დაამარცხა
საქართველო მომავალ წელს ავსტრალიაში დაგეგმილ მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს. საქართველოს ქვეჯგუფში ინგლისი, სამოა, ურუგვაი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა მოხვდნენ. ქართველი გულშემატკივრები საქართველოს ნაკრების გამარჯვებას თბილისის ქუჩებში გვიან ღამემდე აღნიშნავდნენ. (თბილისი, 14 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაბზე პირველად მოხვდა, მას შემდეგ რაც 13 ოქტომბერს თბილისში რუსეთის ნაკრები ანგარიშით 17-13 დაამარცხა.