ახალი ამბები

აშშ საქართველოსა და რუსეთს თანამშრომლო-ბისკენ მოუწოდებს

(თბილისი, 12 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – “ჩვენ მათ [საქართველოსა და რუსეთს] საქართველოში არსებული პრობლემების მოგვარებაში თანამშრომლობისკენ ყოველთვის მოვუწოდებდით და კარგია იმის დანახვა, რომ ისინიც სწორედ ასე იქცევიან”, განაცხადა გუშინ, 11 ოქტომბერს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა რიჩარდ ბაუჩერმა.

“ჩვენ ორივე მათგანთან ვმართავთ შეხვედრებს და, როგორც ჩანს, დაახლოებით ერთი კვირის წინ მათ შორის გამართული დიალოგები საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა”, აღნიშნა ბაუჩერმა პუტინისა და შევარდნაძის შეხვედრაზე საუბრისას.

6 ოქტომბერს ორი ქვეყნის პრეზიდენტები, საზღვრის დაცვის დეპარტამენტებისა და სპეცსამსახურების თანამშრომლობაზე, ამასთანავე ჩეჩენთა ექსტრადირებაზე შეთანხმდნენ.

მსგავსი/Related

Back to top button