ახალი ამბები

კავკასიის პარლამენტების თავმჯდომარეების შეხვედრა თბილისში

(თბილისი, 12 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – კავკასიის ოთხი ქვეყნის – აზერბაიჯანის, რუსეთის, საქართველოსა და სომხეთის პარლამენტების თავმჯდომარეები დღეს ერთმანეთს თბილისში ხვდებიან.

რუსეთის სათათბიროს ზედა პალატის თავმჯდომარე სერგეი მირონოვი შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში დღეს ჩამოდის.

სავარაუდოდ, შეხვედრის მთავარი თემა რეგიონში არსებული კონფლიქტები იქნება.

ამ სახის შეხვედრა უკვე მეოთხეჯერ იმართება. პირველი ასეთი შეხვედრა 15 ივლისს სანკტ-პეტერბურგში გაიმართა.

მსგავსი/Related

Back to top button