ახალი ამბები

ოპოზიციამ პრეზიდენტის მოხსენების პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა

(თბილისი, 11 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – ფრაქციებმა ახალი ნაციონალური მოძრაობა, გაერთიანებული დემოკრატები, ტრადიციონალისტი, ახალი აფხაზეთი და ახალი მემარჯვენეები პრეზიდენტის მოხსენების პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვეს და პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.

ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ ამ ფრაქციათა სახელით განაცხადა, რომ “პრეზიდენტი არაადეკვატურ შეფასებას აძლევს საქართველოში არსებულ მდგომარეობას”.

ოპოზიციურ ფრაქციათა ლიდერების თქმით, შევარდნაძის მოხსენება საბჭოთა სტილის იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტი რეალობისგან შორს არის.

“აშკარაა, რომ პრეზიდენტი იგნორირებას უკეთებს ქვეყანაში არსებულ პრობლემებს”, განუცხადა გაერთიანებული დემოკრატების ლიდერმა ზურაბ ჟვანიამ ჟურნალისტებს პრეზიდენტის მოხსენებაზე საუბრისას.

“ეს საბჭოთა სტილის მოხსენება იყო. თავი 60-იანი წლების კომუნისტური პარტიის ყრილობაზე მეგონა”, აღნიშნა ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა.

11 ოქტომბერს მის ყოველწლიურ მოხსენებაში პრეზიდენტმა უკანასკნელ 10 წელიწადში მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა.

მსგავსი/Related

Back to top button